RioniTV | ||
RioniTV
რიონი — ქუთაისში მოქმედი ტელე-რადიო კომპანია, პირველი ქართული კომერციული ტელევიზიის (დაარსდა 1986 წელს) სამართალმემკვიდრე. [საჭიროებს წყაროს მითითებას] დააარსა ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ. 1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, გათვლილი 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტელეკომპანია „რიონი“. 1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შ.პ.ს ტელე-რადიო საზოგადოება „რიონი“, რომლის პრეზიდენტის პოსტი სიცოცხლის ბოლომდე ეკავა ბადრი კაპეტივაძეს.