მეორე არხი | ||
მეორე არხი
მეორე არხი — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. მაუწყებლობს 1991 წლიდან საქართველოს მასშტაბით. მეორე არხის სიგნალს მეტრულ სიხშირეზე საქართველოს მოსახლეობის 55% იღებს, თუმცა ტელეარხი თავის პაკეტში შეტანილი აქვს თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორ მაგთისატს. ამჟამად მეორე არხი გადასცემს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების ტრანსლაციას, ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგებსა („ბრიფინგის დრო“) და გადაცემებს — „თავისუფალი ტრიბუნა“, „არგუმენტების დრო“ (თოქ-შოუ), ეპიცენტრი და საინფორმაციო გამოშვება მოამბე ხუთ ენაზე (რუსული, აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული, სომხური), ასევე პირველ არხზე გასულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
国家名单
|